fbpx
ENG

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

  • ზოგადი დებულებები
  1. შპს „ბონო ჯორჯია“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს – საიდენტიფიკაციო კოდით (ს/კ 402261299).
  2. შპს „ბონო ჯორჯიას“ სერვისებით სარგებლობისას კომპანიის მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
  3. ბონო აპლიკაციის სისტემაში დარეგისტრირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, მასში ასახული პირობები თქვენთვის გასაგები და ნათელია და ეთანხმებით მას. 
  4. შპს „ბონო ჯორჯიას“ თითოეული დასაქმებული და აუთსორსინგული მომსახურების გამწევი პირი, რომელსაც აქვს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულია დაიცვას მათი კონფიდენციალურობა შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
  5. შპს „ბონო ჯორჯია“ მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებისგან დაცვის მიზნით.
  6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებული მიზნებისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები არ უნდა დამუშავდეს ამავე პოლიტიკაში აღნიშნულ მიზნებთან შეუსაბამო გზით.
  7. შპს “ბონო ჯორჯია” იტოვებს უფლებას, თავის შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება განხორციელდება პოლიტიკის განახლებული ვერსიის აპლიკაციაში გამოქვეყნებით.

 

  • მონაცემთა დამუშავების მიზნები, სამართლებრივი საფუძვლები
  1. ძირითადი მიზანი, რისთვისაც შპს “ბონო ჯორჯია” აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, არის იმ სერვისებით შეუფერხებლად სარგებლობა, რასაც ბონო აპლიკაცია სთავაზობს მომხმარებლებს. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მონაცემები დაამუშავოს მომსახურების გაწევის პერიოდში, ხოლო მომსახურების შეწყვეტის შემდგომ, მონაცემები შეინახოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით.
  2. პირველ პუნქტში აღნიშნული მიზნით, მუშავდება შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი. აღნიშნული პერსონალური მონაცემები ფროვდება და მუშავდება შპს ბონო ჯორჯიასთვის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
  3. მონაცემთა შენახვის ვადა: მონაცემების შენახვის ვადა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და შეადგენს 15 წელს.
  4. სამართლებრივი საფუძველი: თუ სურვილი გაქვთ ისარგებლოთ შპს „ბონო ჯორჯიას“ სერვისებით, ამ შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო მონაცემების მიწოდება კომპანიისთვის. მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ განახორციელებს რეგისტრაციას აპლიკაციაში და შესაბამისად სრულყოფილად ვერ ისარგებლებს ბონო აპლიკაციის სერვისებით.
  5. მომხმარებლისთვის არასარეკლამო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მუშავდება ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა: ელ-ფოსტა, მობილურის ნომერი. არასარეკლამო ინფორმაცია გულისხმობს მომხმარებლისთვის იმ სახის ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მოიცავს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებს.
  6. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, მუშავდება ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, ელ-ფოსტა. 
  7. მომხმარებელი უფლებამოსილია, პირდაპირი მარკეტინგის წარმოებაზე გაცხადებული თანხმობა გამოითხოვოს ნებისმიერ დროს.
  8. სტატისტიკური მიზნებისთვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები, შესაძლოა დამუშავდეს სტატისტიკური ანალიზის განსახორციელებლად. აღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავება მოხდება ისე, რომ სტატისტიკური ანალიზის ფარგლებში მისი გამოყენებით შესაძლებელი იყოს მონაცემთა შესაბამისი სუბიექტების იდენტიფიცირება.
  9. სტატისტიკური ანალიზის წარმოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ეფუძნება საქმიანობის ანალიზს, რათა მოხდეს ბონო აპლიკაციის სერვისების გაუმჯობესება და განვითარება.
  10. წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მონაცემები მშავდება შპს „ბონო ჯორჯიას“ პროგრამულ უზრუნველყოფაში.
  11. მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია, ამუშავებს თუ არა შპს „ბონო ჯორჯია“ მის პერსონალურ მონაცემებს. ასევე, მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელი პერსონალური მონაცემები დამუშავდა, რა არის დამშავების საფუძვლები და მიზანი, ვინ არიან მიმღებნი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები არასწორია, არასრულია, ან შეცვლილია, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს შპს „ბონო ჯორჯიას“ არასწორი მონაცემების ჩასწორების მიზნით.
Scroll to Top