fbpx
ENG

აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „ბონო ჯორჯია“-ს (ს/კ 402261299) (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე  შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ აპლიკაცია „ბონოს“ პლატფორმის გამოყენებას და კომპანიის მიერ მომხმარებლის პირადი მონაცემების შეგროვება/შენახვის სტანდარტებს. 

წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ ელექტრონული თანხმობის გამოხატვით.

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

1.1 ხელშეკრულება – წინამდებარე წესები და პირობები;

1.2 აპლიკაცია – „ბონოს“ მობილური აპლიკაცია ტელეფონებისთვის;

1.3 კომპანია – აპლიკაცია „ბონოს“ მესაკუთრე შპს „ბონო ჯორჯია“ (ს/კ 402261299);

1.4 პარტნიორი კომპანია – ინდივიდუალური იურიდიული პირი, რომელიც თავისი ობიექტის დაგროვების სისტემაში არსებულ მომხმარებლის მონაცემებს (დაგროვებულ/გახარჯულ ქულებს) გაუზიარებს შპს „დიჯითალ სისტემ Georgia“-ს აპლიკაციაში  ქულების ასახვის მიზნით;

1.5 ელექტრონული საფულე – ელექტრონული საფულე წარმოადგენს მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებულ ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილია ბონო აპლიკაციაში და  რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით;

1.6 მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენოს აპლიკაცია;

1.7 რეგისტრაცია – მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში დაგროვილი ქულების დახარჯვის მიზნით, აპლიკაციაში მოთხოვნილი სავალდებულო პირადი მონაცემების შევსება;

1.8 პირადი მონაცემი – აპლიცაკიაში რეგისტრაციისას მოთხოვნილი მომხმარებლის პირადი მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი;

1.9 რეგისტრირებული ვერიფიცირებული მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელმაც აპლიკაციაში რეგისტრაციისას შეავსო სავალდებულო ველები და გაიარა ვერიფიკაცია მობილურის ნომრით;

1.10 არარეგისტრირებული მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაცია აპლიკაციაში და ქულების დაგროვებას ახორციელებს აპლიკაციის მიერ გენერირებული QR კოდის მეშვეობით;

1.11 ნაცნობი მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელმაც გაიარა ვერიფიკაცია აპლიკაციაში და რომლის ყველა მონაცემი დაემთხვა პარტნიორ კომპანია(ებ)ში მის მონაცემებს;

1.12 უცნობი მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელმაც გაიარა ვერიფიკაცია აპლიკაციაში, თუმცა მისი ერთ-ერთი მონაცემი არ დაემთხვა პარტნიორ კომპანია(ებ)ში მის მონაცემებს;

1.13 დამატებითი იდენტიფიცირება – უცნობი მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში, პირის იდენტიფიცირების მიზნით, მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელში გადაღებული საკუთარი სურათის ატვირთვა აპლიკაციის სისტემაში;

1.14 ერთჯერადი კოდი – აპლიკაციაში რეგისტრაციისას მითითებულ მობილურის ნომერზე მიღებული კოდი, რომლის შეყვანაც სავალდებულოა რეგისტრაციის დასასრულებლად და მომხმარებლის ვერიფიკაციისთვის;

1.15 აქტიური ანგარიში – მომხმარებლის ანგარიში, რომელზეც ხორციელდება ქულების დაგროვება;

1.16 პასიური ანგარიში – მომხმარებლის ანგარიში, რომელზეც გარკვეული მიზეზით შეჩერებულია ქულების დაგროვება;

1.17 ქულა – არაფულადი საავანსო ერთეული, რომელიც მომხმარებელს უგროვდება აპლიკაციის სისტემაში პარტნიორ კომპანიაში განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვისას;

1.18 QR კოდი – აპლიკაციაში გამოყენებულიუნიკალური შტრიხ-კოდი, რომლის მეშვეობითაც ხდება ქულებისა და/ან ელექტრონული ფულის დაგროვება/გახარჯვა, ტოპაპი, და სხვა ტრანზაქციები (ასევე მომხმარებლის ან მერჩანტის იდენტიფიკაცია);

1.19 ამონაწერი – ინფორმაცია მომხმარებლის ანგარიშზე დროის გარკვეულ მონაკვეთში განხორციელებული ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ;

1.20 ქულების აღრიცხვა – ქულების დაგროვება აპლიკაციის QR კოდით და პარტნიორი კომპანიებისგან მოწოდებული მონაცემების დაჯამებით;

1.21 კატალოგი – აპლიკაციის გვერდი, სადაც წარმოდგენილია ქულების გახარჯვის საშუალებები;

1.22 ქულების გახარჯვა – აპლიკაციით ხელმისავწდომი ქულებით სხვადასხვა პროდუქციის/მომსახურების შეძენა;

1.23 ღია ბანკინგი – მომხმარებლის ინიციატივით, სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული მისი პირადი ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლა სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.

მუხლი 2. ზოგადი წესები 

2.1 აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს.

2.2 აპლიკაციის პირველად გახსნისას, მომხმარებელი ეცნობა აპლიკაციით სარგებლობის წესებს და პირობებს, რომელზე დათანხმება სავალდებულოა აპლიკაციით სარგებლობისთვის.

2.3 წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით ხელშეკრულება ითვლება დადებულად მხარეთა შორის.

2.4 რეგისტრაციის პროცესში, მომხმარებელი ავსებს სავალდებულო ველებს, როგორიცაა: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი.

2.5 წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ რეგისტრაციისას მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია წარმოადგენს მის პირად, ზუსტ და უტყუარ მონაცემებს.

2.6 კომპანია არ აგებს პასუხს არასათანადო მონაცემების შეყვანის ან/და მონაცემების ცვლილების არ მიწოდების გამო დამდგარ ნებისმიერ არასასურველ შედეგზე.

2.7 მომხმარებელი ვალდებულია, რეგისტრაციისას შეიყვანოს პირადი მონაცემები. სხვისი ან არასწორი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში დამდგარი ნებისმიერი არასასურველი შედეგისას, პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

2.8 წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას:

ა) მისი პირადი მონაცემები გადამოწმდეს პარტნიორი კომპანიების მომხმარებელთა ბაზაში და დამთხვევის შემთხვევაში, მისი დაგროვებული ქულები აისახოს აპლიკაციის სისტემაში;

ბ) ქულების მომდევნო ცვლილების შემთხვევაში, მოხდეს მონაცემებისა და შესაბამისი ტრანზაქციის ინფორმაციის/ჩეკის გაზიარება პარტნიორ კომპანიებთან;

გ) მოხდეს არაპერსონალიზირებული ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან;

დ) მომხმარებლისთვის მოხდეს პერსონალიზირებული შეთავაზების გაკეთება „ბონოს“ მიერ, პარტნიორი კომპანიების მიერ „ბონოს“ აპლიკაციაში და ასევე „ბონოსა“ და პარტნიორი კომპანიის სოციალური ქსელის ანგარიშების მეშვეობით.

2.9 მომხმარებელი უფლებამოსილია აპლიკაციით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმების შემდეგ, ისარგებლოს აპლიკაციის დაგროვების სისტემით რეგისტრაციის გარეშე – არარეგისტრირებული მომხმარებლის სტატუსით.

2.10 ქულების გახარჯვისთვის, მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს აპლიკაციაში რეგისტრაცია და მიენიჭოს რეგისტრირებული ვერიფიცირებული მომხმარებლის სტატუსი.

2.11 უცნობი მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს დამატებითი იდენტიფიცირება, რათა მიენიჭოს რეგისტრირებული ვერიფიცირებული მომხმარებლის სტატუსი.

2.12 დამატებითი იდენტიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში და პარტნიორი კომპანიის თანხმობის მიღების შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიაში დაგროვილი ქულები აისახება აპლიკაციაში.

2.13 თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ქულათა რაოდენობას, ის უფლებამოსილია მიმართოს აპლიკაციის ცხელ ხაზს მონაცემთა გადამოწმების მიზნით.

2.14 კომპანია უფლებამოსილია ტექნიკური შეფერხებისას ან ფორს-მაჟორული გარემოებისას დროებით შეაჩეროს მომსახურება ასეთი გარემოების აღმოფხვრამდე.

მუხლი 3. ქულების დაგროვების წესი

3.1 მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბონო აპლიკაციაში ქულები დააგროვოს პირადი ნომრის, უნიკალური QR კოდის და ფისკალურ ჩეკზე ან პროდუქციაზე არსებული QR/შტრიხ კოდის საშუალებით.

3.2 ქულების პირადი ნომრით დაგროვებისთვის, მომხმარებელი პარტნიორი კომპანიის მოლარე ოპერატორს აწვდის ინფორმაციას საკუთარი პირადი ნომრის შესახებ, რის შემდეგაც, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას დაგროვილი ქულების შესახებ, რომელიც  აისახება ბონო აპლიკაციაში მის ანგარიშზე.

3.3 იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი არ არის დარეგისტრირებული აპლიკაციაში, მოხდება მისი პირადი ნომრისა და დასაგროვებელი ქულების შესახებ ინფორმაციის შენახვა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს დაგროვილ ქულებს ბონო აპლიკაციის ანგარიშზე.

3.4 ქულების QR კოდით დაგროვებისთვის, მომხმარებელი პარტნიორი კომპანიის მოლარე ოპერატორს აწვდის ბონო აპლიკაციის პირად ანგარიშზე გახსნილ უნიკალურ QR კოდს, რომლის დასკანირების შემდგომაც, მომხმარებლის ანგარიშზე აისახება დაგროვებული ქულები.

3.5. ქულების ფისკალურ ჩეკზე ან პროდუქციაზე არსებული QR/შტრიხ კოდის საშუალებით დაგროვებისთვის, მომხმარებელი ბონო აპლიკაციაში ასკანირებს ფისკალურ ჩეკზე ან პროდუქციაზე არსებულ კოდს, რომლის საფუძველზეც დაგროვდება მომხმარებელთან ქულები.

მუხლი 4. ქულების გახარჯვის წესი

4.1 ბონო აპლიკაციის მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს, დახარჯოს დაგროვებული ქულები. ამისათვის არსებობს რამდენიმე საშუალება: ქულების აპლიკაციაში გახარჯვა და ქულების პარტნიორი მერჩანტის ქსელში ან ციფრულ არხში გახარჯვა. გახარჯვის მეთოდი შეიძლება იყოს უშუალოდ აპლიკაციაში გახარჯვა, ქულების პირადი ნომრით გახარჯვა, ქულების QR/შტრიხ კოდით გახარჯვა, ქულების ერთჯერადი კოდით გახარჯვა.

4.2 ქულების აპლიკაციაში გახარჯვა გულისხმობს ბონო აპლიკაციაში არსებულ კატალოგში,  ქულების გადაცვლას შესაბამის პროდუქტში/მომსახურებაში.

4.3 ქულების პირადი ნომრით გახარჯვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი პარტნიორ კომპანიასთან გამოთქვამს სურვილს, დახარჯოს ბონო აპლიკაციაში დაგროვილი ქულები, რისთვისაც გამოიყენება მომხმარებლის პირადი ნომერი და ერთჯერადი კოდი, რათა მოხდეს გადამოწმება, აქვს თუ არა მომხმარებელს საკმარისი ქულა დაგროვილი და არსებობის შემთხვევაში, ხდება ქულების მომხმარებლის სურვილისამებრ გახარჯვა.

4.4 ქულების QR/შტრიხ კოდით გახარჯვის სურვილის შემთხვევაში:

ა) მომხმარებელი პარტნიორ კომპანიასთან გამოთქვამს სურვილს, დახარჯოს ბონო აპლიკაციაში დაგროვილი ქულები, რისთვისაც ის აპლიკაციაში აგენერირებს დინამიურ QR/შტრიხ კოდს, რომლის დასკანერების  ან  შტრიხ კოდის შესაბამისი ლათინური სიმბოლოების და ციფრების მითითების შემდეგაც, პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი ან ცირული სისტემა ამოწმებს, აქვს თუ არა მომხმარებელს საკმარისი ქულა დაგროვილი და არსებობის შემთხვევაში, ხდება ქულების მომხმარებლის სურვილისამებრ გახარჯვა;

ბ) პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი ან ცირული სისტემა აგენერირებს მომხმარებლის კალათის/შეკვეთის შესაბამის დინამიურ QR/შტრიხ კოდს, რომელსაც მომხმარებელი ასკანირებს აპლიკაციის საშუალებით და აპლიკაციაშივე ადასუტრებს გადახდას, შესაბამისად ხდება მომხმარებლის ქულების გახარჯვა.

მუხლი 5: ელექტრონული საფულე 

5.1 ელექტრონული საფულე წარმოადგენს მომხმარებლის სახელზე რეგისტრირებულ ელექტრონული ფულის ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილია ბონო აპლიკაციაში და  რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით;

5.2 ელექტრონული საფულე ეკუთვნის მხოლოდ ბონო აპლიკაციის მომხმარებელს. დაუშვებელია ელეტრონული საფულის გასხვისება, გადაფორმება ან დაგირავება;

5.3 ელექტრონული საფულე რეგისტრირდება უვადოდ;

5.4 ელექტრონულ საფულეს გააჩნია ელექტრონული ფულის ანგარიში  ერთ ვალუტაში და  ყველა შემთხვევაში – ლარში.

5.5 ელექტრონულ საფულეში არსებული ელექტრონული ფული წარმოადგენს პროვაიდერის მიერ  მომხმარებლისგან მიღებული ფულადი სახსრების ნომინალურ ღირებულებას, რომელიც შენახულია ელექტრონულ საფულეში და, რომელსაც მომხმარებელი ინახავს, ანაღდებს ან იყენებს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
5.6 ელექტრონული ფული ელექტრონულ საფულეში განთავსდება მუდმივად, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ელექტრონული ფულის განაღდებამდე ან განკარგვამდე;

5.7 საფულის შევსება საბანკო გადარიცხვით: მომხმარებელს შეუძლია საფულის შევსება საქართველოში არსებული კომერციული ბანკების ფილიალებიდან, ან ინტერნეტბანკის საშუალებით. საფულის შესავსებად, მომხმარებელმა უნდა წარადგინოს/მიუთითოს შპს „ბონო ფეის“ საბანკო ანგარიშის ნომერი, მიმღებში მიუთითოს შპს „სი ბონო ფეი“, დანიშნულებაში – საფულის მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; 

5.8 საფულის შევსება ღია ბანკინგის მეშვეობით – მომხმარებელს აქვს უფლება, პარტნიორ ბანკ(ებ)ში არსებული ანგარიშები დაუკავშიროს ბონო აპლიკაციას, საიდანაც მას ექნება ტოპ-აპის საშუალება. საბანკო ანგარიშების ბონო აპლიკაციასთან დაკავშირება მოხდება პარტნიორი ბანკის ინტერნეტ ბანკში შესაბამისი დასტური მონიშვნის შედეგად.

5.9 კლიენტის მიერ საბანკო ანგარიშიდან თანხის შეტანის შემთხვევაში, თანხა მომხმარებლის პირად ანგარიშზე აისახება საბანკო სამუშაო სააათების სისტემის მიხედვით.

5.10 ბონო აპლიკაციაში რეგისტრაციის შედეგად მომხმარებლის სახელზე შეიქმნება მომხმარებლის ელექტრონული საფულე (შემდგომში “ელექტრონული საფულე”),  რომელზეც მომხმარებელი შეძლებს აპლიკაციით წვდომასა და შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებას;

5.11 მომხმარებელს უფლება აქვს:

ა) ელექტრონული საფულეზე ელექტორნული ფული შეინახოს განუსაზვრელი ვადით;

ბ) ბონო ფეის ოფისიდან  გაიტანოს ნაღდი ფული;
გ) ელექტრონულ საფულეში ელექტრონული ფულის არსბეობის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების პროვაიდერის მიერ დადასტურების შემდეგ, დაბეჭდავს საგადახდო დავალებას, მიიღებს ან სალაროდან გასცემს ნაღდ ფულს;

დ) ელექტრონულ საფულეში ელექტრონული ფულის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ინიციირებული საგადახდო დავალების ელ საფულედან თანხის გატანის მიზნით, პროვაიდერის მიერ დადასტურების შემდეგ, სალაროდან გასცემს ნაღდ ფულს.

5.12 ბონო ფეის უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაბლოკოს/შეაჩეროს ელექტრონული საფულე და მომხმარებლის სარგებლობა, თუ:

ა) გონივრული ეჭვის საფუძველზე ჩათვლის, რომ მომხმარებელი საგადახდო მომსახურებასა და მომხმარებლის ელექტრონული საფულის სარგებლობას ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით;

ბ) აღმოაჩენს, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე არასათანადოდ განხორცდიელდა მომხმარებლის იდენტიფიკაცია;

გ) აღმოაჩნეს, რომ მომხმარებელი ცდილობს გაანაღდოს ან გახარჯოს ელექტრონული საფულის ანგარიშზე სისტემური ხარვეზის შედეგად გაჩენილი არასანქცირებული თანხა, რომელიც მას არ ეკუთვნის.

მუხლი 6. საყურადღებო ინფორმაცია

6.1 ქულების დაგროვების ოდენობა სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში შესაძლოა განსხვავდებოდეს, ან ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

6.2 პარტნიორი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის რაიმე პირობის დათქმა არ ნიშნავს, რომ ეს პირობა დათქმულია კომპანიის მიერ. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს ამგვარ პირობაზე.

6.3 იმ შემთხვევაში, თუკი დარეგისტრირებული მომხმარებელი შეიცვლის პირად მობილურის ნომერს, მან უმოკლეს ვადაში უნდა მოითხოვოს ბაზაში მობილურის ნომრის ცვლილება, რათა მან შეუფერხებლად განაგრძოს ქულების დაგროვება და გახარჯვა ბონო აპლიკაციაში.

6.4 იმ შემთხვევაში, თუკი დაურეგისტრირებელი მომხმარებელი შეიცვლის მობილურ მოწყობილობას, მის მიერ დაგროვილი ქულები და ინფორმაცია დაიკარგება, ხოლო დარეგისტრირებული მომხმარებელი, მობილური მოწყობილობის შეცვლის შემთხვევაში, თავისი რეგისტრაციის მონაცემებით შეძლებს აპლიკაციაში საკუთარ ანგარიშზე შესვლას.

6.5 ვინაიდან მომხმარებელი ქულების დაგროვებასა და გახარჯვას ახორციელებს ბონო აპლიკაციის საშუალებით, ხოლო აპლიკაციის მეშვეობით ხდება სხვადასხვა ობიექტში დაგროვებული ქულების გაერთიანება, შესაძლოა მომხმარებლის ანგარიშზე წარმოიშვას ნეგატიური ბალანსი. ასეთ შემთხვევაში:

ა) კომპანიას უფლება აქვს, მომხმარებლის პარტნიორ კომპანიებში დაგროვილი ბალანსიდან გაასწოროს ნეგატიური ნაშთი;

ბ) ელექტრონული საფულის ანგარიშზე წარმოშობილი ნეგატიური ბალანსის შემთხვევაში, კომპანია სარგებლობს იმავე უფლებამოსილებით, რაც ხელშეკრულების 6.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტშია განმარტებული;

გ) ნეგატიური ბალანსის არსებობის შემთხვევაში, თუ კომპანიის მიერ ვერ ხერხდება მომხმარებლის ბალანსის გასწორება, კომპანიას უფლება აქვს, მომხმარებელს მოსთხოვოს ვალის დაფარვა 1 თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღია ბანკინგის მეშვეობით, მომხმარებლის თანხმობის გარეშე დაიფარება დავალიანება მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან.

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

7.1 წინამდებარე ხელშეკრულების დადებით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პირადი მონაცემები აღირიცხოს აპლიკაციის ბაზაში, მოხდეს მათი დადარება პარტნიორი კომპანიების ბაზებთან და დამთხვევის არსებობის შემთხვევაში, პარტნიორი კომპანიიდან მისი მონაცემები აისახოს აპლიკაციაში.

7.2 კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ მომხმარებლის პირადი მონაცემები იქნება დაცული, არ მოხდება გასხვისება და გაზიარება არაპარტნიორი კომპანიებისთვის თუ მესამე პირებისთვის.

7.3 იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი მოითხოვს მისი პირადი ანგარიშის გაუქმებას და წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტას, ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში დაგროვილი მისი მონაცემები, დაარქივდება და მათი გამოყენება არ მოხდება საოპერაციო მიზნებით, მხოლოდ სტატისტიკის წარმოებისთვის.

მუხლი 8. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა კომპანიის მიერ

8.1 თუ მომხმარებელი არ იცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს, განზრახ აწვდის კომპანიას არასწორ ინფორმაციას ან/და არამართლზომიერად იყენებს აპლიკაციას, კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვეტოს ხელშეკრულება.

8.2 კომპანია ასევე უფლებამოსილია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებშიც.

მუხლი 9. კომპანიის რეკვიზიტები

სტანდარტული ხელშეკრულებისგან განსხვავებით, სადაც მხარეთა რეკვიზიტები გვაქვს მითითებული, აქ დავწერთ მხოლოდ კომპანიის რეკვიზიტებს, რადგანაც მეორე მხარე – მომხმარებელი, ხელმოწერას ახორციელებს ელექტრონული ველის მონიშვნით.

Scroll to Top