რას შეძლებ ბონოს აპლიკაციით?

დააგროვე
მიიღე ბონოს ქულები ჩვენს მეგობარ კომპანიებთან გადახდის დროს და გაზარდე შენი თანხის ღირებულება.

გააერთიანე
შეაგროვე ყველა სხვა პროგრამაში მიმოფანტული ქულა ერთ აპლიკაციაში და გამოიყენე ბონო, როგორც ახალი ვალუტა.

დახარჯე
გამოიყენე ჯამური ქულები უფრო ეფექტურად, იყიდე რაც ყველაზე მეტად გჭირდება და მიიღე სპეციალური შეთავაზებები.
ჩვენი მეგობრები














ხშირად დასმული კითხვები
იპოვე პასუხები დამატებით კითხვებზე
ბონო არის ლოიალობის აპლიკაცია, სადაც შეძლებ გადახდების დროს ბონოს ქულები დააგროვო. ასევე, შეგიძლია გააერთიანო სხვადასხვა ლოიალობის პროგრამებში მიმოფანტული ქულები და გამოიყენო ისინი პარტნიორ მერჩანტებთან შოპინგის დროს.
ბონოს აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Play Store-ზე. საძიებო ველში ჩაწერე აპლიკაციის სახელი “Bono” და გადმოწერე აპლიკაცია. ან დააჭირე ზემოთ გადმოწერის ღილაკს, რომ ავტომატურად მოვძებნოთ ბონოს აპლიკაცია შენი ტელეფონის შესაბამის მაღაზიაში.
ბონოში რეგისტრაციისთვის აქტიური საკონტაქტო ნომერი დაგჭირდება, რომელზეც შევძლებთ ვერიფიკაციის კოდი გამოგიგზავნოთ.
ბონოს ქულა არის შენი ყოველი გადახდის დროს მიღებული ფულადი სარგებელი, რადგან ამ ქულებს შემდეგ ისევ გადახდებში ხარჯავ. 1 ბონოს ქულა არის 1 ლარის ექვივალენტი.
ბონოს ქულებს დააგროვებ და დახარჯავ პარტნიორ მერჩანტებთან გადახდის დროს. ასევე, ქულები შეგიძლია გამოიყენო აპლიკაციაში არსებული სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობისთვის.
ბონოს ქულას აგროვებ პარტნიორ მერჩანტებთან გადახდის დროს. უბრალოდ დაასკანერე QR კოდი ბონოს აპლიკაციის QR წამკითხველით ან უკარნახე კონსულტანტს შენი პირადი ნომერი, რომ ხელით დააფიქსიროს გადახდა.